Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთი კორეისგან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთი კორეისგან მიიღო შეტყობინება იმის თაობაზე,
რომ ქვეყნიდან გაძევებულ იქნება სააგენტოს ყველა ინსპექტორი. დღესვე, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს, ისევ აამოქმედოს ამჟამად დაკონსერვებული საგანგებო ლაბორატორია, რომელშიც შესაძლებელია იარაღისთვის გამოსადეგი პლუტონიუმის წარმოება. გადაწყვეტილება ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ ფხენიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც უცხოეთმა მას საწვავის მიწოდება შეუწყვიტა. რამდენიმე დღის წინათ კვლავ შეუდგა მუშაობას ენბონის ატომური რეაქტორი.
XS
SM
MD
LG