სოხუმი მზად არის, ადეკვატური პასუხი გასცეს ქართველ პარტიზანებს, რომლებიც სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მარშრუტზე დივერსიების მოწყობას აპირებენ.
ამასთან დაკავშირებით პრაიმ-ნიუსს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ვალერი არშბას განცხადება მოჰყავს. არშბას თქმით, ელექტრომატარებლის მოძრაობის შესაფერხებლად პარტიზანთა ნებისმიერი ცდა გამოიწვევს იმას, რომ "ტერორისტები და დივერსანტები თვითონვე აფეთქდებიან". მანვე დასძინა, რომ აფხაზეთის შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი სტრუქტურები რკინიგზის დასაცავად მზად არიან.