Accessibility links

logo-print

გაზპრომი ''ცისფერი ნაკადის'' გაზსადენის გახსნას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა რუსეთი და თურქეთი ამ დღეებში რეგიონის უდიდესი გაზსადენის "ცისფერი ნაკადის" გახსნას აპირებენ. მაგრამ, არის ცნობები, რომ თურქეთი არ არის მზად გაზის მისაღებად,

არც ტექნიკურად და არც საბაზრო მოსაზრებებით.

1240 კმ-ის სიგრძის, მსოფლიოში ყველაზე ღრმად გადებული წყალქვეშა მილსადენი – ტექნოლოგიური სასწაული – შესაsლებლობას მისცემს რუსეთის კომპანია "გაზპრომსა" და მის იტალიელ პარტნიორ "ენის" მიაწოდოს თურქეთს გაზი მესამე ქვეყნის გაუვლელად.

ორი წყალქვეშა ხაზი რომელიც რუსეთის ნავსადგურ ჯუბგაში იწყება, გათვლილია თურქეთის მზარდი ეკონომიკისთვის წლიურად 16 მილიარდი კუბმეტრი გაზის მიწოდებაზე 2008 წლამდე.

მაგრამ როგორც თურქეთის პრესა იუწყება, გაზსადენის მეორე მხარე – თურქეთის პორტი სამსუნი – მისაღებად ჯერ მზად არ არის, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გაზის მიწოდება მარტზე ადრე ვერ მოხერხდება.

მაგრამ ეს ერთადერთი სირთულე არ არის. პროექტი ხარჯთაღრიცხვაზე ერთი მილიარდი დოლარით მეტი დაჯდა და გრაფიკთან შედარებით, მისი მშენებლობა ორი წლის ჩამორჩენით დასრულდა, მაგრამ მისი სრული დატვირთვით გამოყენება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თურქეთის საბაზრო სიტუაცია გაურკვეველია. ქვეყანა მხოლოდ ახლა იწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. ამასთან, ირკვევა, რომ პროგნოზი, რომელიც წლების განმავლობაში კეთდებოდა გაზის მოთხოვნილების შესახებ, მცდარია. თურქეთის ოფიციალური პირები ცდილობენ შეამცირონ კონტრაქტები გაზის მიმწოდებელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან და ირანთან.

მიმწოდებელი ქვეყნები ცდილობენ აიცილონ ბრალდება, რომ მილიარდობით დოლარი ჩაყარეს პროექტებში მცდარი პროგნოზების საფუძველზე.

24 დეკემბერს გაზპრომის თავმჯდომარის მოადგილემ იური კომაროვმა განაცხადა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ თურქეთის მოხოვნილება გაზზე მეტისმეტად გაბერილიაო. აქვე უნდა ითქვას, რომ როცა დაიწყო "ცისფერი ნაკადის" გაზსადენის თაობაზე ლაპარაკი, რუსეთის მხრიდან ასეთ განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

რამდენი გაზი სჭირდება თურქეთს სინადვილეში, არავინ იცის. ქვენის სახელმწიფო გაზის კომპანია "ბოტასი" გეგმავდა 2002 წლის განმავლობაში მოხმარების ზრდას 22 პროცენტით, მაგრამ მოხმარება თითქმის არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, "ბოტასი" მომავალ წელს 50 პროცენტით ზრდაზე ლარაპაკობს.

ისე, რომ თურქეთის ოფიციალურ პირებს გაზის მეტიმეტად დიდი რაოდენობის პრობლემასთან აქვთ საქმე და მის გადაჭრას კონტრაქტების გადასინჯვითა და გადავადებით ცდილობენ.

რუსეთის "ცისფერი ნაკადი", როგორც ჩანს, მხოლოდ ნომინალურად გაიხსნება. გაურკვეველია აგრეთვე ირანთან 25 წლით დადებული კონტრაქტის ბედი, რომელიც ერთ დროს 20 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.

სექტემბერში თურქეთმა განაცხადა, რომ ივლისიდან შეწყვიტა ირანიდან გაზის მიღება. თუმცა ანკარამ შეწყვეტა გაზის ხარისხს დააბრალა, მან თეირანისგან მოითხოვა ფასის დაკლება 9 პროცენტით, და გაზის ფასი რუსეთთან მიღწეულ ფასს გაატოლებინა.

ამჟამად ირანიდან თურქეთში მიწოდებული გაზის რაოდენობა მხოლოდ ნახევარია იმისა, რაც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება რუსეთს, ანკარა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს გაზის მიწოდების შემცირებაზე გაისად.

სიტუაცია აზარბაიჯანთან და კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც თურქეთის იმედი ჰქონდათ გაურკვეველია. თუმცა თურქეთი აპირებს თავისი პრობლემები ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი მილსადენების მშენებლობით გადაჭრას, სატრანზიტო პროექტები მოითხოვს დროს და, კვლავაც, მოთხოვნილება გაზის რაოდენობაზე გაურკეველია. გაურკვეველია, აგრეთვე, რამდენ ხანს იქნება ცარიელი ამბიციური "ცისფერი ნაკადის" გაზსადენი.
XS
SM
MD
LG