Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში, სულ ცოტა, 46 ადამიანი


გროზნოში, სულ ცოტა, 46 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ჩეჩნეთის მთავრობის სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად.

გროზნოში, სულ ცოტა, 46 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ჩეჩნეთის მთავრობის სახლთან მომხდარი აფეთქების შედეგად.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენი ადამიანი მოჰყვა ნანგრევებში. ზოგიერთი ცნობის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს. აფეთქებას ემსხვერპლნენ როგორც სამხედრო პირები, ისე ჩეჩნეთის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ხელისუფლების პირველ პირთაგან არავინ დაზარალებულა. დაჭრილთა შორის რამდენიმე ჟურნალისტია. მთავრობის სახლი, რომელსაც ორი დანაღმული ავტომანქანა დაეჯახა, დანგრეულია. დაზიანდა რამდენიმე მეზობელი შენობა, მათ შორის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და პროკურატურის. ავტომანქანებს თვითმკვლელი ტერორისტები მართავდნენ. აფეთქების მოწყობისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. თუმცა, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახმად კადიროვმა ივარაუდა, რომ აფეთქება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის მოწყობილია.
XS
SM
MD
LG