Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დაფუძნებულმა უიგურების უფლებადამცავმა ორგანიზაციამ


გერმანიაში დაფუძნებულმა უიგურების უფლებადამცავმა ორგანიზაციამ,

გერმანიაში დაფუძნებულმა უიგურების უფლებადამცავმა ორგანიზაციამ,
კანცლერს გერჰარდ შრიოდერს მოუწოდა, პეკინში ოფიციალური სტუმრობისას აღძრას ჩინეთში, ეროვნულ უმცირესობათა დევნა-შევიწროების საკითხი. წერილში, რომელიც უფლებადამცავებმა გაუგზავნეს შრიოდერს, ლაპარაკია იმ რეპრესიებზე, დასავლეთი ჩინეთის სინცზიანის პროვინციაში მცხოვრები უიგური მუსლიმანების წინააღმდეგ რომაა მიმართული. ამ ადამიანებს სარწმუნოების გამო სდევნიან, წვავენ უიგურულ ენაზე გამოცემულ წიგნებს, უნივერსიტეტებში აკრძალულია უიგურულ ენაზე სწავლება - ნათქვამია გერმანიის კანცლერისადმი გაგზავნილ წერილში. ლონდონში დაფუძნებულმა "ემნისტი ინტერნეიშენალმა" ასეთივე ბრალდება წაუყენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG