Accessibility links

logo-print

ისლამისტმა ექსტრემისტმა აზიფ ზაჰირმა, რომელიც


ისლამისტმა ექსტრემისტმა აზიფ ზაჰირმა, რომელიც პაკისტანში დააკავეს,

ისლამისტმა ექსტრემისტმა აზიფ ზაჰირმა, რომელიც პაკისტანში დააკავეს,
აღიარა თანამონაწილეობა ავტობუსის აფეთქებაში, რომლის შედეგადაც გასულ მაისს 14 ადამიანი დაიღუპა; უმრავლესობა - პაკისტანში სამუშაოდ მიწვეული ფრანგი სპეციალისტები იყვნენ. ზაფირი პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში დააპატიმრეს ამერიკელ დიპლომატებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი. ოფიციალური ბრალდება მისთვის ჯერჯერობით არ წაუყენებიათ. პაკისტანში მოქმედი კანონის ძალით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ბრალდების წაყენების გარეშე შესაძლოა ერთ წლამდე დარჩეს ციხეში. ზაჰირი - პაკისტანში აკრძალული ექსტრემისტული დაჯგუფების წევრია. მან პოლიციას აცნობა, რომ თალიბების რეჟიმის დროს ავღანეთში გადიოდა წვრთნას.
XS
SM
MD
LG