Accessibility links

დღეს ერაყში, გაეროს განიარაღების


დღეს ერაყში, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის საქმიანობის მეორე თვე დაიწყო.

დღეს ერაყში, გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის საქმიანობის მეორე თვე დაიწყო.
გაეროს ექსპერტებმა მოინახულეს ბაღდადის სამხრეთით მდებარე სამრეწველო კომპლექსი, ასაფეთქებელ ნივთიერებათა ფაბრიკა და საწარმო, რომელშიც, როგორც ვარაუდობენ, ადრე, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი მზადდებოდა. ამასობაში ამერიკის პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის მრავალრიცხოვან სამხედრო შენაერთს ნაბრძანები აქვს მოემზადოს სპარსეთის ყურის რეგიონში გასამგზავრებლად, სადაც 60 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა უკვე განთავსებული.
XS
SM
MD
LG