Accessibility links

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები 31 დეკემბრამდე დატოვებენ ჩრდილოეთ კორეას

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები 31 დეკემბრამდე დატოვებენ ჩრდილოეთ კორეას
- განაცხადა დღეს ხსენებული სააგენტოს წარმომადგენელმა მელისა ფლემინგმა. ორი დღის წინ ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ვენაში დაფუძნებული საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან. მელისა ფლემინგმა განაცხადა აგრეთვე, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში გრძელდება სამზადისი ბირთვული პროგრამის განსაახლებლად.
სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან კონფლიქტის შემთხვევაში აუცილებელი გახდება კორეის ნახევარკუნძულზე დამატებით 700 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის განთავსება.
XS
SM
MD
LG