Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი შიიტების ოპოზიციურმა დაჯგუფებამ განაცხადა


ერაყელი შიიტების ოპოზიციურმა დაჯგუფებამ განაცხადა,

ერაყელი შიიტების ოპოზიციურმა დაჯგუფებამ განაცხადა,
რომ ხელთა აქვს სამხილი იმისა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია. ირანში დაფუძნებული დაჯგუფების, "ერაყის ისლამური რევოლუციის უზენაესი საბჭოს" წამყვანმა წევრმა აბდელაზიზ ჰაქიმმა თქვა, რომ ერაყი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას და მის დამალვას ცდილობს. ჰაქიმმა აღნიშნა ამასთანავე, რომ მისი დაჯგუფებისთვის ცნობილია რამდენიმე ადგილი, სადაც ხსენებული იარაღია დამალული, და რომ იგი მზადაა გაეროს მიაწოდოს ეს ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG