Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პალესტინელთა ტერიტორიაზე მდინარე იორდანეს


დღეს პალესტინელთა ტერიტორიაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ტულკარემში ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი ყმაწვილი მოკლეს.

დღეს პალესტინელთა ტერიტორიაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალაქ ტულკარემში ისრაელის ჯარისკაცებმა პალესტინელი ყმაწვილი მოკლეს.
პალესტინის მხარის ცნობთ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სკოლის მოსწავლეებს, როცა მათ ქვები ესროლეს ისრაელის ჯარისკაცებს. ამ ინციდენტის დროს დაიჭრა 11 წლის ბიჭი. გუშინ ღაზის სექტორში 9 წლის გოგონა დაიღუპა ისრაელის ჯარისკაცის ტყვიით. ისრაელის არმიის ორ ჯარისკაცი დაიჭრა, როცა პალესტინელებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროთა პატრულს ღაზის სექტორში. ისრაელის რადიოს ცნობით, პრემიერმა არიელ შარონმა არმიას და უშიშროების სამსახურს უბრძანა შეწყვიტონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეჭვმიტანილების დაპატიმრება.
XS
SM
MD
LG