Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,
რომ შეერთებული შტატების მთავრობა ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის თაობაზე კონფლიქტში სამხედრო მოქმედებას არ გეგმავს. მისი თანახმად, ვაშინგტონი კონფლიქტის დიპლომატიურ გზით მოგვარებას შეეცდება და მზად არის თვეობით იცადოს.
სახელმწიფო მდივანმა მოგვიანებით თქვა, რომ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეასთან კომუნიკაციის გზებს ეძებს, მაგრამ არ აპირებს დაეხმაროს პხენიანს, სანამ ის არ შეიცვლის გადაწყვეტილებას. კორეა, როგორც ცნობილია, კვლავ აპირებს ატუმური პროგრამის განვითარებას. ამ სახელმწიფოს მთავრობა, ვაშინგტონს, აზროვნების ცივი ომისროინდელ მანერაში ადანაშაულებს და მოუწოდებს პირდაპირი დიალოგისკენ. მისი თანახმად, ის გაითვალისწინებს ვაშინგტონის შეშფოთებას, თუკი ვაშინგტონი თავდაუსხმელობის პაქტს დადებს მასთან.
XS
SM
MD
LG