Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ინსპექტორებისა და ატომური


გაეროს განიარაღების ინსპექტორებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს განაგრძეს თავიანთი ამოცანის შესრულება,

გაეროს განიარაღების ინსპექტორებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს განაგრძეს თავიანთი ამოცანის შესრულება,
ერაყის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების შემოწმება, მასობრივი განადგურების იარაღის მიკვლევის მიზნით.
გუშინ კომისიის ხელმძღვანელის მოთხოვნით ერაყმა მას გადასცა იმ 500 მეცნიერის სია, რომლებიც ერაყის სამხედრო პროგრამების შექმნაში მონაწილეობდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ არ არის მიღებული. მაგრამ მან თქვა, რომ ვაშინგტონი მზად არის საჭირო ზომების მისაღებად. პაუელის თანახმად, აშშ ინსპექტორთა დასკვნას ელოდება, მაგრამ ასე განუსაზღვრელად ვერ გაგრძელდება.
ცნობილია, რომ აშშ-მ განალაგა უხვი რაოდენობის ჯარი და იარაღი სპარსეთის ყურეში ერაყთან შესაძლებელი ომის სამზადისში.
XS
SM
MD
LG