Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების მოკავშირებემა ერაყთან შესაძლებელ


შეერთებული შტატების მოკავშირებემა ერაყთან შესაძლებელ ომში ვაშინგტონისთვის მხარდაჭერის მიმართ, დღეს თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.

შეერთებული შტატების მოკავშირებემა ერაყთან შესაძლებელ ომში ვაშინგტონისთვის მხარდაჭერის მიმართ, დღეს თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს.
საუდის არაბეთმა უარყო ცნობა, რომ ეს სამეფო ვაშინგტონს თავის სამხედრო საჰაერო ბაზებს დაუთმობს. საუდის არაბეთი, მისი ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, გაეროს რეზოლუციებს დაემორჩილება.
გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა თქვა, რომ მას კვლავ აქვს გაეროს იმედი, რომ თავიდან იქნება აცილებული ომი. მან თქვა, რომ გერმანიას არ შეუცვლია პოზიცია ერაყთან ომის მიმართ და, რომ გერმანია არ შეუერთდება არანაირ სამხედრო აქციას ერაყის წინააღმდეგ.
თურქეთის მთავრობის თანახმად, ანკარა არ აპირებს ამერიკის ყველა მოთხოვნას აჰყვეს.
ერაყში დღეს გაეროს ინსპექტორები განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას, სამხედრო და სხვა ობიექტების დათვალიერებას მასობრივი განადგურების იარაღის მიგნების მიზნით. ინსპექცია თავის დასკვნას იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG