Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის განცხადებით, ჩრდილოეთი


თეთრი სახლის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა მიიღებს საერთაშორისო დახმარებას, თუკი უარს იტყვის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.

თეთრი სახლის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა მიიღებს საერთაშორისო დახმარებას, თუკი უარს იტყვის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე.
ვაშინგტონის წარმომადგენლის თანახმად, ჩრდილოეთ კორეას ძვირად დაუჯლება, თუკი განაგრძო ეს პროგრამა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ამასთან მან გააფრთხილა ფხენიანი მშვიდობინად შეეცადოს პრობლემის მოგვარებას. ივანოვმა ვაშინგტონი დაადანაშაულა კონფრონტაციაში ფხენიანის ჩათრევაში, თავისი აგრესიული გამოსვლებით და მუქარით. დღესვე სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა კიმ დე ჩჟუნმა თქვა, რომ იზოლა/იაში მოქცევა ჩირდილოეთ კორეას ვერ ააღებინებს ხელს თავისი ატომური პროგრამის განხორციელებაზე. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ვაშინგტონს არ აქვს კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმა. თვით ფხენიანი ვაშინგტონისგან თავდაუსხმელობის პაქტზე ხელისმოწერას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG