Accessibility links

logo-print

სომხეთში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს


სომხეთში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს ამ ქვეყნის სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის, ტიგრან ნაღდალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.

სომხეთში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს ამ ქვეყნის სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარის, ტიგრან ნაღდალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ნაღდალიანი სასიკვდილოდ დაჭრეს შაბათს, ერევანში, როცა იგი თავისი მშობლების სახლიდან გამოდიოდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი სომხეთის დედაქალაქიდან იუწყება, დღეს სამი ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. სამივე წევრია ყარაბაღის ომის ვეტერანთა საზოგადოებისა სახელწოდებით "ტიგრან მეცი". ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ეს ჯგუფი აზერბაიჯანთან, მთიანი ყარაბაღის საკითხში, ყოველგვარ კომპრომისს ეწინააღმდეგება. თუმცა, დღეს "ტიგრან მეცის" წარმომადგენელმა, საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე, კატეგორიულად უარყო მკვლელობასთან ამ ორგანიზაციის კავშირი. გუშინ ნაღდალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG