Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადებით


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადებით, მისი ქვეყნის ახალი ენერგეტიკული სტრატეგია უკვე იძლევა შედეგს:

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადებით, მისი ქვეყნის ახალი ენერგეტიკული სტრატეგია უკვე იძლევა შედეგს:
რეალობად იქცევა ასწლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ხოლო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტი ახლოს არის ხორცშესხმასთან.
პრაიმ-ნიუსის ცნობით, ამის შესახებ ჰეიდარ ალიევმა დღეს განაცხადა თავის მიმართვაში მსოფლიოს აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ეს დღე ყოველწლიურად, 31 დეკემბერს აღინიშნება. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 2003 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. პროექტი ითვალისწინებს 1760-კილომეტრიანი მილსადენის გაყვანას სამი სახელმწიფოს - აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე. მილსადენის საპროექტო ღირებულებაა თითქმის სამ მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონი ტონა იქნება. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მარშრუტი ნავთობსადენის პარალელურად გაივლის ბორჯომის ხეობიდან 18 კილომეტრის დაშორებით. აზერბაიჯანის გაზი თურქეთს 2005 წლისთვის უნდა მიეწოდოს.
XS
SM
MD
LG