Accessibility links

ჩრდილოეთი კორეის ელჩმა გაეროში პაკ


ჩრდილოეთი კორეის ელჩმა გაეროში პაკ ჩირ იუნმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესრულების პირობად ფხენიანი

ჩრდილოეთი კორეის ელჩმა გაეროში პაკ ჩირ იუნმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესრულების პირობად ფხენიანი
აშშ-თან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას აყენებს. ფრანს პრესის ცნობით, ელჩმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას სჭირდება გარანტია იმისა, რომ შეერთებული შტატებისგან საფრთხე არ ემუქრება. დღეს ჩრდილოეთმა კორეამ ქვეყნიდან გააძევა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები. სააგენტოს წარმომადგენელმა მელისა ფლემინგმა ამ ნაბიჯს "ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების უხეში დარღვევა" უწოდა. მისივე თქმით, ახლა, როცა კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ისევ აამოქმედა დაკონსერვებული ატომური რეაქტორი, მას დაუბრკოლებლად შეეძლება იარაღისთვის გამოსადეგი პლუტონიუმის წარმოება. გადაწყვეტილება ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ ფხენიანმა მას შემდეგ მიიღო, რაც უცხოეთმა მას საწვავის მიწოდება შეუწყვიტა.
XS
SM
MD
LG