Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტმა დღეს მოიწონა კანონპროექტი


ირანის პარლამენტმა დღეს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ცალკეულ პიროვნებათა მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას

ირანის პარლამენტმა დღეს მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ცალკეულ პიროვნებათა მოქალაქეობრივი უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას
აკისრებს ყველა ოფიციალურ პირს, ვისაც რეჟიმის სტრუქტურებში ხელმძღვანელი თანამდებობები უკავია. კანონპროექტის თანახმად, რიგით მოქალაქეთა უფლებების დარღვევისთვის სახელმწიფო მოხელეს შესაძლოა აეკრძალოს მთავრობის სტრუქტურებში მუშაობა, ანდა ორი თვიდან სამ წლამდე მიესაჯოს პატიმრობა. მაშინაც კი, თუ პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს, იგი, ეგრედ წოდებულმა "სამეთვალყურეო საბჭომ" უნდა დაამტკიცოს. ამ საბჭომ, რომელიც კონსერვატორი მოლებითაა წარმოდგენილი, პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი კანონი უარყო.
XS
SM
MD
LG