Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის


სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ტაი-შიკი პეკინში ჩავიდა დღეს, სადაც ჩინეთის ლიდერებთან გამართავს

სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ტაი-შიკი პეკინში ჩავიდა დღეს, სადაც ჩინეთის ლიდერებთან გამართავს
მოლაპარაკებას ფხენიანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აღძრული კრიზისის მოგვარების თაობაზე. ჩინეთი – კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დიდი ხნის, და თანაც უახლოესი მოკავშირეა. სეული იმედოვნებს, რომ პეკინს აქტიური როლის შესრულება შეუძლია ამ პრობლემის მოგვარებაში. საერთაშორისო თანამეგობრობა ზეწოლას ახდენს ჩრდილოეთი კორეის მთავრობაზე და მოუწოდებს – არ განაახლოს თავისი ბირთვული პროგრამა. გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს პრობლემა დიპლომატიური გზით შეიძლება იქნეს მოგვარებული.
XS
SM
MD
LG