Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო ზეიმთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ


საახალწლო ზეიმთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში უშიშროების საგანგებო ზომები იქნა მიღებული.

საახალწლო ზეიმთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში უშიშროების საგანგებო ზომები იქნა მიღებული.
ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან მილიონზე მეტი ადამიანი შეხვდა ახალ 2003 წელს.ქალაქის მესვეურთა განცხადებით, ეს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში გამართული ყველაზე ხალხმრავალი საახალწლო ზეიმი იყო. ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე "ტაიმს სკვერზე" ხუთასი ათასი ადამიანი შეიკრიბა საახალწლო ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში უშიშროების გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული. საახალწლო ზეიმი, ბელგრადში, კოკისპირულმა წვიმამ ჩაშალა – გაუქმდა ღია ცის ქვეშ დაგეგმილი კონცერტები. შთამბეჭდავი იყო საახალწლო ზეიმი ავსტრალიაში, ინდონეზიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.
XS
SM
MD
LG