Accessibility links

logo-print

ალკოჰლის ზიანი და სარგებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ღვინოს დაეწაფებიან, როგორც მსმელები, ისე ისინიც, ვინც ჩვეულებრივ სასმელს არ ეტანება. კამათი ალკოჰოლის სარგებლობისა და ზიანის შესახებ დიდი ხანია მიმდინარეობს.

ჩვენს მომდევნო სიუჟეტში გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს მედიცინა ამის თაობაზე:

ბევრი წამალი გადაგარჩენთ ან პირიქით, გამოგასალმებთ სიცოცხლეს, გააჩნია დოზას. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ბევრი ექსპერტი დაარწმუნა, რომ ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს დღეში ერთ-ორ ჭიქა ალკოჰოლს – ღვინოს, ლუდსა თუ უფრო მაგარ სასმელს, ვიდრე მჭლე დიეტას, წონის დაკლებას ან ფიზიკურ ვარჯიშებს.

განსაკუთრებით ეს გულის დაავადებებს ეხება. გამოკვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 80 ათასზე მეტმა ამერიკელმა ქალმა გამოირკვა, რომ ზომიერად მსმელთა შორის ინფარქტის რისკი ორჯერ ნაკლები იყო იმათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ ეკარება ალკოჰოლს.

ათასობით საშუალო ასაკის, ქოლესტერონის მაღალი დონის მქონე დანიელ მამაკაცთა შორის ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ზომიერი მსმელებს ორჯერ უფრო ნაკლებად ემუქრება სისხლძარღვების დახშობის შედეგად გულის ავადმყოფობა, ვიდრე არამსმელებს.

როცა გამოქვეყნდა პირველი შრომები ალკლჰოლის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ, ბევრმა კრიტიკოსმა ასეთი აზრი გამოთქვა: ეგებ ის ადამინები ვინც ზომერად სვამდა უბრალოდ უფრო ჯანმრთელები იყვნენ, ან უკეთესი სამედიცინო მომსახურეობით სარგებლობდნენ. ხოლო არამსმელებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სუსტი გული აქვთ და სწორედ ამიტომ იკავებდნენ თავს სმისგანო. მაგრამ მრავალმა გამოკვლევამ, რომელშიც მრავალი ათასი ადამიანი მონაწილეობდა ეს ეჭვები გააქრაწყლა.

პირველი, რომელიც გამოცხადდა სიცოცხლის გადამრჩენ სასმელად იყო წითელი ღვინო. 1979 წელს გამოქვეყნებული შრომების მიხედვით, რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, მით უფრო დაბალია კორონარული სისხლძარღვების დაავადებების დონე.

ერთ-ერთი ასეთია საფრანგეთი. ფინეთში, შოტლანდიაში და შეერთებულ შტატებში, სადაც ღვინოს გაცილებით ნაკლებად სვამენ, ვიდრე საფრანგეთში, გულის დაავადებათა დონე ოთხჯერ უფრო მაღალია. საგანგებო ტერმინიც კი შეიქმნა ამ სიტუაციის აღსაწერად – "ფრანგული პარადოქსი" – თუმცა ფრანგების რაციონში შედის დიდი რაოდნეობით კარაქი, ყველი, ღვიძლი და ცხოველის სხვა ცხიმი, ფრანგებს სისხლძარღვების ცხიმიანობა შედარებით ნაკლებად აწუხებთ.

საინტერესოა, რომ ზომიერად სმას სარგებელი მოაქვს არა მარტო ღვინის შემთხვევაში. ეს დადასტურდა იტალიაში ღვინის მსმელების, გერმანიასა და იაპონიაში ლუდის მსმელების მაგალითებზე.

როგორც აღნიშნავს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ერიკ რიმი, ალკოჰოლის მცირე დოზას რეგულარულად, როგორც წამალს, მაქსიმალური სარგებელი მოაქვს.

ამასთან, თუ ალკოჰლის მოხმარება ზომიერის დონეს გადააჭარბებს, ის სარგებელის ნაცვლად ზიანის მოტანას იწყებს და ამას დიდი გამოკვლევების ჩატარება არ სჭირდება. დოქტორ რიმის თქმით, ბევრი სმა არა მარტო ყველასთვის ცნობილ მოვლენებს, მაგალითად სისხლის წნევას ზრდას, არამედ კიბოს რამდენიმე სახის დაავადებასაც იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გადაჭარბებულ სმა უფრო მეტ სიცოცხლეს შეიწირავს ყოველწლიურად, ვიდრე თაბაქო და ნარკოტიკები.
XS
SM
MD
LG