Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზომიერ ისლამისტთა თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა


ზომიერ ისლამისტთა თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეპ ერდოგანმა განაცხადა,

ზომიერ ისლამისტთა თურქეთის მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერმა რეჯეპ ერდოგანმა განაცხადა,
რომ მხარს უჭერს მოლაპარაკების დაწყებას ორად გაყოფილი კვიპროსის გასაერთიანებლად. ერდოგანის თქმით, ამ მიზნით წამოყენებული გაეროს სამშვიდობო გეგმა საგულდაგულოდ უნდა იქნეს განხილული. ხსენებული გეგმა კუნძულ კვიპროსის თურქული და ბერძნული ნაწილების გაერთიანებას ითვალისწინებს კონფედერაციაში, თანასწორი უფლებებით, რომელსაც ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთიანი წარმომადგენლობა ეყოლება. ევროკავშირის ამასწინანდელ სამიტზე, კოპენჰაგენში, კვიპროსს შესთავაზეს 2004 წელს გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
XS
SM
MD
LG