Accessibility links

logo-print

სააგენტო "ისლამიკ პრესის "ცნობით


სააგენტო "ისლამიკ პრესის "ცნობით,

სააგენტო "ისლამიკ პრესის "ცნობით,
აღმოსავლეთ ავღანეთში, ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთის ყოფილი მინისტრი ნაჯი მოჰამად ნაიმ ყოჩი დააპატიმრეს. 1992 წლიდან, ნაიმ ყოჩი ავღანური ტომებისა და საზღვრების სამინისტროს ხელმძღვანელობდა ავღანეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ შექმნილ პირველ მთავრობაში. თალიბების მმართველობის დროს ყოჩის არანაირი თანამდებობა არ ეკავა. პუშტუნების ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი, ნაიმ ყოჩი პაქტიის პროვინციაში მიემართებოდა თათბირზე დასასწრებად. მისი დაპატიმრების მიზეზი ჯერჯერობით არაა ცნობილი.
XS
SM
MD
LG