Accessibility links

ჰოსამ მოჰამედ ამინმა, რომელიც შუამავლის


ჰოსამ მოჰამედ ამინმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს გაეროს განიარაღების კომისიასა და ერაყის მთავრობას შორის, განაცხადა,

ჰოსამ მოჰამედ ამინმა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს გაეროს განიარაღების კომისიასა და ერაყის მთავრობას შორის, განაცხადა,
რომ მისი ქვეყნის თანამშრომლობა გაეროს განიარაღების ექსპერტებთან ცხადყოფს, რომ "ერაყის დეკლარაცია, რომ მას მასობრივი განადგურების იარაღი" არ გააჩნია – სარწმუნოა, ხოლო აშშ-ის მტკიცება, რომ ერაყი – აკრძალულ იარაღს ფლობს – "უსაფუძვლოა". მოჰამედ ამინმა განაცხადა აგრეთვე, რომ იანვრის მესამე კვირაში, გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი ბაღდადს ეწვევა. ერაყში მისი კომისიის საქმიანობის შესახებ, ჰანს ბლიქსმა, 27 იანვარს, საანგარიშო მოხსენება უნდა წარუდგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს. ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარიკ აზიზმა დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ერაყის წინააღმდეგ ომისათვის სამზადისს, მაშინ როცა ოფიციალური ბაღდადი ყოველმხრივ თანამშრომლობს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან.
XS
SM
MD
LG