Accessibility links

რატომ დუმს პროტესტანტი მასა?


80-იანი წლებიდან მოყოლებული, ჯანყი იყო ბევრ ქვეყანაში,

მათ შორის, საქართველოშიც. საქართველოში მაშინ გამოსვლები აღმოსავლეთ ევროპაზე ადრე დაიწყო. მასობრივი პროტესტი უკმაყოფილების გამოხატვის გავრცელებული ფორმა იყო, მოყოლებული 1986 წლიდან, როცა თბილისი საპროტესტო გამოსვლების ნამდვილ არენად იქცა. მასობრივი, უმართავი რისხვა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის, რუსეთის მიერ ჩაგვრის, კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, ვერ შეანელა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმებამ და ქვეყნის დამოუკიდებლად გამოცხადებამ. ხალხი, არ იქნა და, არ დამშვიდდა. ის ახლა უკვე მეტად სახიფათოდ და დაუნდობლად აუჯანყდა ახალ მთავრობას, რომელიც ძალით ჩამოაგდო კიდეც. საქართველოში ხელისუფლებას დაუბრუნდნენ ძველი მმართველები, ძველი კადრები; მათ ახლებიც შეერივნენ და ასე არსებობს ახლა ეს სახელმწიფო. არავისთვის, ამ ქვეყანაში მაინც, დასამალი არ არის, რომ უამრავი პრობლემა აქვთ მათ, ვინც ადრე მეამბოხე იყო და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ კატეგორიული გადადგომის მოთხოვნით გამოდიოდა. მაგრამ ახლა მათი პროტესტი მინელდა. სანამ საქართველოს შესახებ საუბარს გავაგრძელებდე, მინდა, დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე, ორიოდე სიტყვა გითხრათ ამ პროტესტანტული სულის მისუსტების თაობაზე. გერმანიაში, სადაც ახლანდელი მთავრობა ოპოზიციის მიერ პირდაპირ მატყუარადაა გამოცხადებული, მასობრივი გამოსვლები არ არის, რაც, ექსპერტთა განმარტებით, იმის შედეგი უნდა იყოს, რომ სხვაგვარადაა მოწყობილი ამ ქვეყნის სტრუქტურები. ბერლინის სოციალური კვლევის ცენტრის თანამშრომელი პროფესორი დიტერ რუხტი, რომელიც 60-იან წლებში მაშინდელი ხელისუფლებისა და კაპიტალისტური უსამართლობის წინააღმდეგ არც ერთ საპროტესტო გამოსვლას არ აკლდებოდა, ამბობს, რომ გერმანია ფედერალური სახელმწიფოა და თითქმის ყველა პატარა ქალაქში არის ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო. მოქალაქეებს შეუძლიათ სამართლებრივი გზით იბრძოლონ და თვით საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდნენ თავიანთი მოთხოვნით.ამასობაში, განაგრძობს პროფესორი რუხტი, ბრაზი ნელ-ნელა ცხრება და დიდი გამოსვლის მოწყობა აღარ უწევთ ხოლმე. გერმანიაშივე პროფესიულ კავშირებს შეუძლიათ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მოწყობა კონკრეტული მოთხოვნებით, ან ეკოლოგიურ გაერთიანებებს უხდებათ ხოლმე ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით განგაშის ატეხა, რასაც, საბოლოო ჯამში, ფართო რეზონანსი არ მოჰყვება, რადგან უმეტესობა უფრო ხშირად კმაყოფილია ვითარებით. ერთადერთი ჯგუფი, რომელიც თავისი ინტერესების გაუთვალისწინებლად გამოდის ხოლმე, გლობალიზაციის მოწინააღმდეგენი არიან. ისინი, ფაქტობრივად, თავიანთ მატერიალურ კეთილდღეობას ებრძვიან, სხვა, უცხო ქვეყნებში მცხოვრები, უქონელი ადამიანების სასარგებლოდ. მაგრამ ეს მოძრაობაც, იმავე საერთო კმაყოფილების გამო, არ არის ძალიან ფართო. მსგავსი სიტუაციაა სკანდინავიაში, სადაც ასევე ნაკლებია ხალხის პროტესტანტული აქტიურობა. იქ ხელისუფლება სწრაფად რეაგირებს უკმაყოფილებაზე, ქმნის კომისიებს, რომლებიც საქმეს ჩაეძიებიან ხოლმე და მტყუანსა და მართალს არჩევენ. სხვაგვარი ვითარებაა საფრანგეთში, სადაც ადამიანს ნაკლები საშუალება აქვს სამართლებრივ გზას დაადგეს იმის გამოც, რომ ეს ქვეყანა ერთობ ცენტრალიზებულია და სამართალი ყველაზე სწრაფად პარიზში შეიძლება მოიძიო. ფსიქოლოგთა აზრით, სწორედ იმიტომ, რომ უკმაყოფილება აქ თანდათანობით იზრდება და არ ნელდება, მას ორთქლის ქვაბის ეფექტი აქვს: დაგროვდება და შემდეგ უეცრად იფეთქებს ხოლმე. კიდევ უფრო სხვაგვარად არის საქმე იტალიაში. ამ ქვეყანას ახლა მემარჯვენე მთავრობა მართავს, რომელიც მასმედიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს და, ამდენად, ხალხს ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს ქუჩაში გავიდეს. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყნები ეკონომიკურად ძლიერია და მათი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი, საქართველოს მოქალაქეებს ხშირად შეიძლება სასაცილოც კი ეჩვენოთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში ფართო მასობრივი პროტესტი არ ჩანს. ამას არაერთი მიზეზი აქვს. მათ შესახებ ტელეფონით ვესაუბრე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ამ თემაზე მას ბევრი უფიქრია და რომ ეს მისი წუხილის საგანია. რატომ არ მიმართავენ საქართველოს მოქალაქეები რადიკალურ პროტესტს? აი, პირველი მიზეზი: [რამაზ საყვარელიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

მიუხედავად ამისა, რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ: [რამაზ საყვარელიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.
რადიკალიზმის მიმართ სიფრთხილეს ასე განმარტავს ჩვენი რესპონდენტი: [რამაზ საყვარელიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.
ჩანს, რომ, სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოში ამგვარი რადიკალიზმი სწრაფად იძენს საგარეო პოლიტიკურ მნიშვნელობას. რა არის მეორე კერძო ფაქტორი იმისა, რომ რადიკალური პროტესტის მომხრე არ არის საქართველოს მოსახლეობა? [რამაზ საყვარელიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.
შეკითხვას, თუ რამდენად შეიძლება ხალხის ამ პასიურობას მთავრობა განსაზღვრავდეს, ჩვენმა რესპონდენტმა ამგვარად უპასუხა: [რამაზ საყვარელიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.
საუბრის ბოლოს ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ მითხრა, რომ ხელისუფლებაც და ხალხიც პოლიტიკური ბრძოლისთვის მოუმწიფებელია და, ალბათ, ამ მოუმწიფებლობითაცშეიძლება აიხსნას ეს საერთო პასიურობა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG