Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში მოკლეს საველე მეთაური შამსუდი


ჩეჩნეთში მოკლეს საველე მეთაური შამსუდი საპიევი, რომელიც, რუსი სამხედროების მონაცემებით, შამილ ბასაევის უახლოესი მრჩეველი იყო.

ჩეჩნეთში მოკლეს საველე მეთაური შამსუდი საპიევი, რომელიც, რუსი სამხედროების მონაცემებით, შამილ ბასაევის უახლოესი მრჩეველი იყო.
საპიევი პარასკევს დაიღუპა სოფელ გერმენჩუკში რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმთან ატეხილი სროლის დროს. იმ სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც ეგრედ წოდებულ "წმენდებს" ატარებდნენ სოფელ სტარიე ატაგიში, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. სამხედროებს, უსაფუძვლო დაპატიმრებებში, აგრეთვე დაკავებულთა ცემასა და წამებაში ედებათ ბრალი. ადგილობრივ ხელისუფალთა ცნობით, სტარიე ატაგის 12 მკვიდრი – უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
XS
SM
MD
LG