Accessibility links

logo-print

დღეს სეულში სამხრეთი კორეისა და


დღეს სეულში სამხრეთი კორეისა და აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა

დღეს სეულში სამხრეთი კორეისა და აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა
სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლი დე-სიკმა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ევანს როვირმა იმაზე იმსჯელეს, როგორ აიძულონ ჩრდილოეთი კორეა - შეწყვიტოს თავისი ბირთვული პროგრამა. ლი დე-სიკისა და ევანს როვირის შეხვედრა სამხრეთი კორეის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა. მომავალ კვირაში აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთი კორეის ოფიციალური წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრაზე ვაშინგტონში, ფხენიანის ბირთვული პროგრამის საკითხს განიხილავენ. ჩრდილოეთმა კორეამ, თავის მხრივ, კვლავ აშშ დაადანაშაულა ამჟამინდელი კრიზისის გამწვავებაში და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ ჩრდილოეთი კორეის თავდაცვის მიზანს ემსახურება.
XS
SM
MD
LG