Accessibility links

logo-print

განიარაღების ექსპერტებმა თავიანთი წარმომადგენლობა გახსნეს


განიარაღების ექსპერტებმა თავიანთი წარმომადგენლობა გახსნეს დღეს ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში,

განიარაღების ექსპერტებმა თავიანთი წარმომადგენლობა გახსნეს დღეს ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში,
რათა უფრო ოპერატიულად წარმართონ ქვეყანაში მასობრივი განადგურების იარაღის ძიება. დღესვე, განიარაღების ექსპერტებმა კიდევ ხუთი ობიექტი შეამოწმეს ერაყში. განიარაღების კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა 27 იანვარს უნდა წარუდგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს საანგარიშო მოხსენება ერაყში ექსპერტთა საქმიანობის შესახებ. 6 კვირა შესრულდა მას შემდეგ, რაც განიარაღების საერთაშორისო კომისიამ თავისი საქმიანობა განაახლა ერაყში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პარასკევს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაერო ვერ შესძლებს ერაყის განიარაღებას, შეერთებული შტატები "სწრაფად და გადაჭრით იმოქმედებს". ჯორჯ ბუშმა, ამასთანავე ომს, პრობლემის მოგვარების "უკანასკნელი საშუალება" უწოდა.
XS
SM
MD
LG