Accessibility links

logo-print

ხასანი თაიმასხანოვმა, რომელიც რეფერენდუმის მოსამზადებელ


ხასანი თაიმასხანოვმა, რომელიც რეფერენდუმის მოსამზადებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს ჩეჩნეთის დროებით ადმინისტრაციაში,

ხასანი თაიმასხანოვმა, რომელიც რეფერენდუმის მოსამზადებელ ჯგუფს ხელმძღვანელობს ჩეჩნეთის დროებით ადმინისტრაციაში,
დღეს განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა 13 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა, ანუ 2500-ით მეტი იმაზე, რაც რეფერენდუმის ჩასატარებლადაა აუცილებელი. მოსკოვის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის მთავრობა, რომელსაც აჰმად კადიროვი ხელმძღანელობს, მარტში აპირებს რეფერენდუმის მოწყობას. ჩეჩნეთის დროებითი ადმინისტრაციის წევრები აცხადებენ, რომ რეფერენდუმი მწვანე შუქს მისცემს რესპუბლიკაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ამასობაში, მეამბოხეები განაგრძობენ ჩეჩნეთში ფედერალური ჯარის საგუშაგოებზე თავდასმას. როგორც ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გროზნოში ორი ჯარისკაცი და ჩეჩნეთის პოლიციის ამდენივე ოფიცერი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG