Accessibility links

logo-print

ალჟირში განხორციელებმა ორმა თავდასხმამ 56


ალჟირში განხორციელებმა ორმა თავდასხმამ 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ალჟირში განხორციელებმა ორმა თავდასხმამ 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ქვეყნის ხელმძღვანელობა ორივე თავდასხმის პასუხისმგებლობას ისლამისტ მეამბოხეებს აკისრებს. უშიშროების უწყებათა ინფორმაციით, წუხელ ორი ოჯახის 13 წევრი მოკლეს ქალაქ ბლიდის მახლობლად მდებარე სოფელში. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, სავარაუდოდ, ისლამისტი მეამბოხეები საფარიდან თავს დაესხნენ სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ბადრაგს აურესის მთიან რაიონში. ამ იერიშმა 43 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისლამისტი მეამბოხეები ალჟირის მმართველი სეკულარული რეჟიმის წინააღმდეგ 1992 წლიდან იბრძვიან - მას შემდეგ, რაც არმიამ გააუქმა საყოველთაო არჩევნების მეორე რაუნდი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფუნდამეტალისტების პარტია იმარჯვებდა.
XS
SM
MD
LG