Accessibility links

logo-print

სამხრეთი კორეა და რუსეთი თანამშრომლობას


სამხრეთი კორეა და რუსეთი თანამშრომლობას აპირებენ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად.

სამხრეთი კორეა და რუსეთი თანამშრომლობას აპირებენ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად.
ამის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს კვირას მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წამყვანი ესქპერტი აზიის საკითხებში ალექსანდერ ლოსიუკოვი და სამხრეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კიმ ჰან კიუნი. ლოსიუკოვის თქმით, მოსკოვისა და სეულის ძალისხმევა მიმართული იქნება კრიზისის მოლაპარაკების, დიპლომატიის გზით განმუხტვისაკენ.ხოლო კიმმა ჟურნალისტებს უთხრა: [კიმ ჰან კიუნის ხმა] "რუსეთს ძალიან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ჩრდილოეთ კორეასთან. ასე რომ, რუსეთის თანამშრომლობა ამ პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად მეტად მნიშვნელოვანია".
სამხრეთი კორეა და შეერთებული შტატები ცდილობენ, რუსეთი, ჩინეთი და იაპონია ჩართონ ძალისხმევაში, რომლის მიზანია ფხენიანის დარწმუნება, უარი თქვას ბირთვული პროგრამის განახლების გეგმაზე.
XS
SM
MD
LG