Accessibility links

logo-print

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური


ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური გაიმართა. წინასწარი შედეგებით, მცირე უპირატესობით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი როლანდას პაკსასი,

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური გაიმართა. წინასწარი შედეგებით, მცირე უპირატესობით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი როლანდას პაკსასი,
რომელსაც ხმების თითქმის 51 პროცენტი ერგო, მაშინ როცა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა 49 პროცენტი მოაგროვა. ეს შედეგი, თუ დადასტურდა, დიდი მოულოდნელობაა, ვინაიდან ფავორიტად ბოლო მომენტამდე ადამკუსი იყო მიჩნეული. მან პირველად 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. კვირას უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვის ელექტორატი აქტიურობით არ გამოირჩეოდა, რისი ერთი მიზეზი, უთუოდ სუსხიანი ამინდი იყო - ლიტვაში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსს არ აღემატებოდა.
XS
SM
MD
LG