Accessibility links

logo-print

გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში მოულოდნელი


გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში მოულოდნელი შემოწმება ჩაატარეს ობიექტების კომპლექსში,

გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში მოულოდნელი შემოწმება ჩაატარეს ობიექტების კომპლექსში,
სადაც განთავსებულია ერაყში შეიარაღების მეთვალყურე უწყების დირექცია. ცნობების მიხედვით, გაეროს ექსპერტებმა ობიექტი გადაკეტეს, რათა აღეკვეთათ გარეთ გასვლა ან ობიექტზე შესვლა. იმ მომენტში ობიექტზე იმყოფებოდა გაეროში ერაყის ელჩი მოჰამედ ალ დური, რომელიც, მისივე განცხადებით, 6 საათის განმავლობაში - სანამ გაეროს ექსპერტები შემოწმებას ატარებდნენ - შენობაში იყო გამოკეტილი. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ნომერი 1441 გაეროს გუნდს უფლებას აძლევს, გადაკეტოს ობიექტები მათი შემოწმებისას, რათა აღკვეთოს სამხილების გატანის საფრთხე. გაეროს ექსპერტებმა შემოწმება ჩაატარეს ასევე ქალაქებში ბასრასა და მოსულში.
XS
SM
MD
LG