Accessibility links

logo-print

რუსეთი მიესალმება ეუთოს მიერ ჩეჩნეთში


რუსეთი მიესალმება ეუთოს მიერ ჩეჩნეთში კონსტიტუციის შესახებ რეფრენდუმის მეთვალყურეობას.

რუსეთი მიესალმება ეუთოს მიერ ჩეჩნეთში კონსტიტუციის შესახებ რეფრენდუმის მეთვალყურეობას.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ ჩიჟოვმა. მისი თქმით, ეუთოს წარმომადგენლებს ნებას დართავენ, დაესწრონ მარტისთვის დაგეგმილ რეფერნდუმს და შემდგომ არჩევნებს მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა უარი თქვა ჩეჩნეთში ეუთოს სამეთვალყურეო მისიის გაგრძელებაზე. მისიის მანდატი 31 დეკემბერს ამოიწურა. მაგრამ, ჩიჟოვის სიტყვებით, ეს არ ნიშნავს ეუთოსთან რუსეთის თანამშრომლობის დამთავრებას.
დღესვე ჩეჩნეთში ეუთოს მისიის ყოფილმა მეთაურმა, იორმა ინკიმ ნაადრევი უწოდა ჩეჩნეთში კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმას - მისი განმარტებით, რესპუბლიკაში მეტისმეტად ბევრი რუსი ჯარისკაცი და ადგილნაცვალი პირი იმყოფება.
XS
SM
MD
LG