Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონკონგიდან აშშ-ში დეპორტირებულ უნდა იქნეს


ჰონკონგიდან აშშ-ში დეპორტირებულ უნდა იქნეს "ალ-ყაიდის" ტერორისტულ ქსელთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი:

ჰონკონგიდან აშშ-ში დეპორტირებულ უნდა იქნეს "ალ-ყაიდის" ტერორისტულ ქსელთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი:
ორი პაკისტანელი და ერთიც - წარმოშობით ინდოელი აშშ-ის მოქალაქე. სამივეს ბრალად ედება მცდელობა, ტერორისტული ორგანიზაციისთვის თანამედროვე იარაღი შეესყიდათ. ეჭვმიტანილები სექტემბერში, ჰონკონგში დააკავეს, როცა ისინი ცდილობდნენ, ჰეროინის პარტია გაეცვალათ "სტინგერის" ტიპის ოთხ პორტატულ რაკეტაზე. აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოახერხეს, საქმეში ჩაებათ თავიანთი თანამშრომელი, რომელიც სავაჭრო პარტნიორის როლს ასრულებდა. დაკავებულებმა თვითონ მოისურვეს აშშ-ში დეპორტაცია. ახლა საამისოდ საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა.
XS
SM
MD
LG