Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების გეგმები ომის შემდეგ ერაყის თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველთა გუნდი ეროვნული უშიშროების სფეროში მუშაობს გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ერაყის მართვა და დემოკრატიზაცია ომისა და პრეზიდენტ

სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, გეგმა უკვე რამდენიმე თვეა მუშავდება. მისი დეტალები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან იქნა შეთანხმებული.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იქნება შეერთებული შტატების მიერ უცხო ქვეყნის მართვის ყველაზე ამბიციური გეგმა. თუმცა გეგმის უმთვარესი ელემენტები უკვე ჩამოყალიბებულია, რამდენიმეს გარშემო დებატები კვლავალც მიმდინარეობს. ბუშის გუნდი ცდილობს გააქარწყლოს შთაბეჭდილება, თითქოს შეერთებულ შტატებს სურს ერაყში კოლონიური რეჟიმის დამყარება.

მიმომხილველების თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი ელვისებული და წარმატებული იქნება, სიძნელეებს მაინც ექნება ადგილი. ომის შემდეგ ერაყში მშვიდობის დასაცავად, პენტაგონი აპირებს ქვეყანაში ინტენსიური სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას მინიმუმ წლინახევრის განმავლობაში. ეს დრო სადამ ჰუსეინის რეჟიმის მაღალი რანგის ლიდერების დასაპატიმრებლად და მასობრივი განადგურების იარაღის არსენალის ლიკვიდაციისთვის იქნება განკუთვნილი.

ამასთან, იგულისხმება, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად იქნება შენარჩუნებული. სამოქალაქო ადმინისტრაცია (შესაძლოა მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შექმნის ) გაუძღვება ქვეყნის ეკონომიკას, განაახლებს სკოლების მუშაობას, დააარსებს პოლიტიკურ ინსტიტუციებს, გაუწევს კონტროლს ჰუმანიტარული პროგრამების შესრულებას.

დოკუმენტში სახელწოდებით "ომის დამნაშავეთა სასამართლოები", ნათვქამია, რომ თანამდებობას დაკარგავენ და მართლმსაჯულებას გადაეცემიან სადამ ჰუსემნის რეჟიმის მხოლოდ მაღალი რანგის ოფიციალური პირები. ერაყის რეჟიმის იმ წარმომადგენლებს, ვინც მიიღებს მონაწილეობას ერაყის მთავრობის დამხობაში, ლმობიერად მოეპყრობიან.

საჯაროდ ითქმის, რომ ერაყის ნავთობის ბატონ-პატრონი ერაყის ხალხი უნდა იყოს. მაგრამ კარს მიღმა თეთრი სახლი იხილავს საკითხს, თუ როგორ განაახლოს ნავთობის მოპოება სამხედრო მოქმედებების შემდეგ. ნავთობსაბადოები დაკავებულ უნდა იქნეს სწრაფად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი განადგურება. განსახილველია, აგრეთვე, ერაყის წევრობა ნავთობის ექსპორტის ქვეყნების ორგანიზაციაში.

განხილულ იქნა საკითხი ერაყის მთავრობის შექმნის შესახებ, ინტერვენციის დაწყებამდე. ეს იდეა უარყვეს. გადაწყდა რომ ეს საკითხი ერაყის მიწა-წყალზე უნდა მოგვარდეს.

ასეა თუ ისე, ამერიკის სამხედრო ძალა იქნება მთავარი ფაქტორი, რომელიც გაუძღვება ქვეყანას პირველ ხანებში.

გეგმაში ხაზგასმით არის აღნიშნული ორი მიზანი: ერაყი შენარჩუნებულ უნდა იქნეს როგორც ერთიანი ქვეყანა, მისი ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა დაირღვეს; და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი ჩარევა გარედან, იქნება ეს სამხედრო თუ არა. ეს აშკარად მეზობელი ქვეყნების გასაგონად არის ნათქვამი.

სადამ ჰუსეინი არ ელოდება მორჩილად როდის დაესხმიან თავს. ორშაბათს, არმიის დღის დღეს, მან სატელივიზიო გამოსვლაში თქვა, რომ მისი ქვეყნან მზად არის ომისთვის და გაეროს განიარაღების ინსპექტორები ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

ხუთშაბათს ინსპექტორების გუნდის მეთაური ჰანს ბლიქსი აპირებს ჩატარებული მშაობის შინასწარი ანგარიშის წარდგენას. უფრო ყოვლისმომცველი ანგარიში 27 იანვრისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG