Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ამკაცრებს ბრძოლას პალესტინელთა ტერორიზმთან


ისრაელი ამკაცრებს ბრძოლას პალესტინელთა ტერორიზმთან, რომლისთვისაც, მისი აზრით, მთლიანად პასუხისმგებელია პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობა.

ისრაელი ამკაცრებს ბრძოლას პალესტინელთა ტერორიზმთან, რომლისთვისაც, მისი აზრით, მთლიანად პასუხისმგებელია პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებამდე მისმა ქვეყანამ ტერორიზმი უნდა დაამარცხოს. კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, არ დაუშვან ავტონომიის წარმომადგენელთა გამგზავრება ლონდონში, სადაც უნდა გამართულიყო მოლაპარაკება ავტონომიის ცალკეული სტრუქტურების გარდაქმნის შესახებ. დაიხურება სამი პალესტინური უნივერსიტეტი. პალესტინელთა ცენტრალურ საბჭოს აეკრძალა ჩატარება დაგეგმილი სხდომისა, რომელზეც ახალი კონსტიტუციის პროექტი უნდა განეხილათ. გარდა ამისა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვნად გაფართოვდეს პალესტინელთა ტერიტორიებზე სამხედრო ოპერაციების მასშტაბი. წუხელ ისრაელის სამხედრო შვეულმფრენებმა იერიში მიიტანეს ღაზის სექტორში მდებარე ობიექტებზე - პასუხად გუშინდელ ტერაქტებზე, რომელთა შედეგად თელ ავივში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი - დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან ორი რუმინელი და ერთი ბულგარელი.
XS
SM
MD
LG