Accessibility links

დღეს ალმა-ათაში დაიწყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის


დღეს ალმა-ათაში დაიწყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის სერგეი დუვანოვის სასამართლო პროცესი.

დღეს ალმა-ათაში დაიწყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის სერგეი დუვანოვის სასამართლო პროცესი.
მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. დუვანოვის ვექილის, ევგენი ჟოვტისის ვარაუდით, პროცესი, სულ ცოტა, ერთ თვეს გასტანს. ჟოვტისმა დასძინა, რომ სასამართლოს ობიექტურობის გარანტიად უცხოელ მეთვალყურეთა დასწრება შეიძლება ჩაითვალოს. დუვანოვის მხარდამჭერთა მტკიცებით, მისი დაპატიმრება და გასამართლება პოლიტიკურად მოტივირებულია. დუვანოვი დააპატიმრეს ვაშინგტონში გამგზავრებამდე, სადაც მას უნდა წაეკითხა მოხსენება ყაზახეთში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სიტყვის თავისუფლების სფეროებში არსებული ვითარების შესახებ.
XS
SM
MD
LG