Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ უარყო ერაყის პრეზიდენტის, სადამ


გაერომ უარყო ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მტკიცება, თითქოს გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყში სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ.

გაერომ უარყო ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მტკიცება, თითქოს გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყში სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდნენ.
დღეს, ტელევიზიით გამოსვლისას, სადამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტები ერაყში ჯაშუშობას ეწევიან, ადგენენ რა მეცნიერთა სიებს და დაკითხვებს უტარებენ სამხედრო საწარმოთა თანამშრომლებს. ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო გაეროს ინსპექტორთა ჯგუფის წარმომადგენელმა ჰირო უეკიმ, რომლის თქმით, ექსპერტები თავიანთ საქმეს პროფესიულად და ობიექტურად აკეთებენ. ჰუსეინის განცხადებას "უსაფუძვლო" უწოდა თეთრი სახლის წარმომადგენელმა არი ფლაიშერმა. მისივე თქმით, ინსპექტორებმა მუშაობა უნდა განაგრძონ. დღეს გაეროს განიარაღების ექსპერტებმა კიდევ სამი ობიექტი შეამოწმეს: ალ თუვეითჰის ბირთვული კვლევის ცენტრი, ბითარის სამეცნიერო ცენტრი და პესტიციდების ქარხანა. სამივე ობიექტი ხელმეორედ იქნა შემოწმებული.
XS
SM
MD
LG