Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ხელისუფლებმა პალესტინის მოქალაქეებს, მათ


ისრაელის ხელისუფლებმა პალესტინის მოქალაქეებს, მათ, ვინც 35 წელზე ნაკლები ასაკისაა, ღაზის სექტორისა და მდინარე

ისრაელის ხელისუფლებმა პალესტინის მოქალაქეებს, მათ, ვინც 35 წელზე ნაკლები ასაკისაა, ღაზის სექტორისა და მდინარე
იორდანეს დასავლეთი ნაპირის დატოვება აუკრძალეს. ამასთან, პალესტინის თვითმმართველობის წარმომადგენლებს თვით პალესტინელთა ტერიტორიაზე გააადგილოება აეკრძალათ. ისრაელის ფლოტმა პალესტინელ მეთევზეებს ზღვაში გასვლის ნება არ მისცა, თელ-ავივში თავდასხმაზე შერისძიების მიზნით.
პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა საებ ერექათმა განაცხადა, რომ ისრაელს ამ აქტით პალესტინის თვითმმართველობის განადგურება სურს.
ისრაელის არმია განაგრძობდა დღეს პალესტინელთა სახლების აფეთქებას.
მან ზაფხულის შემდეგ პალესტინელთა 120 სახლი გაანადგურა იმ საბაბით, რომ მათი მფლობელები ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებში მონაწილეები არიან. ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედება კოლექტიურ დასჯაა.
დღესვე, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, ოპოზიციის ლიდერმა ამრამ მიცნამ პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს მოუწოდა გადადგეს. ეს მას მერე მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შარონისა და მის ორი ვაჟის საქმის თაობაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. შარონის მემარჯვენე პარტია კორუფციის რამდენიმე სკანდალშია გახვეული.
XS
SM
MD
LG