Accessibility links

logo-print

იმისათვის, რომ უფრო ინტენსიური და


იმისათვის, რომ უფრო ინტენსიური და ფართო მასშტაბი მიიღოს ერაყის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების შემოწმებამ, გაეროს ინსპექტორებმა

იმისათვის, რომ უფრო ინტენსიური და ფართო მასშტაბი მიიღოს ერაყის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების შემოწმებამ, გაეროს ინსპექტორებმა
დაიწყეს ერაყს შიგნით შვეულმფრენებით გადაადგილება.
დღეს გაეროს წარმომადგელმა ჰირო უეკიმ განაცხად, რომ ბაღდადი განაგრძობს ინსპექტორბთან თანამშრომლობას, მიუხედავად იმისა, რომ სადამ ჰუსეინმა გუშინ განაცხადა, ინსპექტორები ჯაშუშები არიანო. ბრიტანეთის თადაცვის მინისტრმა ჯეფ ჰუნმა თადარიგის სამხედრო მოსამსახურების გაწვევა გამოაცხადა, სულ, ელიან, რომ სპარსეთის ყურის ომის საზადისში 7000 თადარიგის სამხედრო ჩაერთვება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა არმია გააფრთხილა მოსალოდნელი გადაგილებების შესახებ.
ამის ფონზე ჩინეთმა გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა და თავშეკავებისკენ მოუწოდა მათ, პეკინის განცხადებით, გაეროს ინსპექტორებს დრო უნდა მიეცეს, ვიდრე ერაყის წინააღმდეგ რაიმეს იღონებდნენ.
გუშინ გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ალ ბარადეიმ გამოაცხადა, რომ ერაყში ბირთვული იარაღის კვალი არ არის მიკვლეული:
[ბარადეის ხმა]
"ის, რომ ერაყმა თავის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში იცრუა, არ არის დადასტურებული, ჩვენ ახლა კვლევის პროცესში ვართ ჩაფლული და ადრეა რაიმე დასკვნის გაკეთება".
.

XS
SM
MD
LG