Accessibility links

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აუცილებლად


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობას ჩრდილოეთი კორეის კრიზისის მოსაგვარებლად.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის თანამშრომლობას ჩრდილოეთი კორეის კრიზისის მოსაგვარებლად.
ამის შესახებ მინისტრმა დომინიკ დე ვილეპანმა დღეს პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ ძიან ძემინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ტან ძიასუანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. ფრანგი მინისტრის სიტყვებით, ფხენიანმა უარი უნდა თქვას ბირთვულ პროგრამაზე და არ უნდა მოელოდეს ამ საკითხში კომპრომისს. მანამდე სამხრეთი კორეის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა დაყაბულდა მიმდინარე თვეში სამხრეთთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკების გამართვას - ეს იქნება პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა ბირთვული პროგრამა განაახლა.ხოლო იაპონიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, იორიკო კავაგუჩი და იგორ ივანოვი შეთანხმდნენ, რომ მიიღებენ ზომებს პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG