Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელ ჰანს


გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელ ჰანს ბლიქსის განცხადებით, ერაყი ჯერ კიდევ უპასუხოდ სტოვებს შეკითხვებს შეიარაღების პროგრამების შესახებ.

გაეროს განიარაღების ექსპერტთა ხელმძღვანელ ჰანს ბლიქსის განცხადებით, ერაყი ჯერ კიდევ უპასუხოდ სტოვებს შეკითხვებს შეიარაღების პროგრამების შესახებ.
როგორც ბლიქსმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელბარადეიმ გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას აღნიშნეს, მათ ერაყისაგან მეტი ინფორმაცია ესაჭიროებათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქიმიური ბომბები, სარაკეტო ძრავები და სხვ. ხოლო გაეროს უშიშროების სხდომაზე გამოსვლის შემდეგ ბლიქსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის და ელბარადეი იანვარშივე სთხოვენ ერაყის ხელმძღვანელობას, მისცენ მათ განიარაღების ერაყელ ექსპერტებთან ოფიციალური პირების თანდასწრების გარეშე საუბრის უფლება. მაგრამ, ასევე ბლიქსის სიტყვებით, გაეროს წარმოადგენლები ვერ აიძულებენ ერაყელ ექსპერტებს ასეთ საუბარში მონაწილეობის მისაღებად უცხოეთში გამგზავრებას. ხუთშაბათსვე ერაყის ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ ჰოსამ მოჰამედ ამინის განცხადებით, ქვეყანა მზად არის, უპასუხოს ყველა შეკითხვას შეიარაღების პროგრამების შესახებ დეკლარაციის თაობაზე. როგორც გენერალმა ჰოსამ მოჰამედ ამინმა ხუთშაბათს ბაღდადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა,
[გენერალ ამინის ხმა] "ჩვენ პოზიტიურად უნდა მივუდგეთ ამ საკითხების მოგვარებას - მივესალმებით გაეროს განიარაღების ექსპერტებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ნებისმიერ შეკითხვას, რათა საბოლოოდ მოგვარდეს ყველა საკითხი, რომელთაც, მათი შეფასებით, გარკვევა ესაჭიროება." ასევე ამინის თქმით, დეკლარაცია, რომელიც ბაღდადმა გასულ თვეში გადასცა გაეროს უშიშროების საბჭოს, ამტკიცებს, რომ ერაყს არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი. ხუთშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ჰანს ბლიქსმა დაადასტურა, რომ ერაყში განიარაღების ექსპერტებს დღემდე, ანუ 6-კვირიანი საქმიანობის მანძილზე, ჯერ არ აღმოუჩენიათ სამხილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ერაყი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს.
XS
SM
MD
LG