Accessibility links

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აღმაშფოთებელ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აღმაშფოთებელ ტყუილს უწოდებს მის დადანაშაულებას საფინანსო მაქინაციებში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აღმაშფოთებელ ტყუილს უწოდებს მის დადანაშაულებას საფინანსო მაქინაციებში.
შარონი ამ კომენტარით ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფრენეციაზე გამოვიდა. შარონის თქმით, მის დადანაშაულებაში ოპოზიციური "შრომის პარტიის" ხელი ურევია, რომელიც მოახლოებულ არჩევნებში მეტოქის დასუსტებას ლამობს. შარონს წაყენებული აქვს ბრალდება, რომ მან 1999 წლის საარჩევნო კამპანიის დროს სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენისაგან მიიღო 1,5 მილიონი დოლარი ისე, რომ ისრაელის კანონები დაარღვია. შარონი, რომელიც მემარჯვენე "ლიკუდის პარტიის" თავმჯდომარეა, ირწმუნება, რომ ხელთა აქვს დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს მისი მოქმედების კანონიერებას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ბოლო დღეებში საგრძნობლად იკლო "ლიკუდის" პოპულარობამ.
XS
SM
MD
LG