Accessibility links

logo-print

საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთთან მოლაპარაკების


საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას 90-იანი წლების დამდეგს ქვეყნიდან გატანილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ნაწილის დაბრუნების საკითხზე.

საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას 90-იანი წლების დამდეგს ქვეყნიდან გატანილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ნაწილის დაბრუნების საკითხზე.
ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. მისი თქმით, საქართველოსთვის არავის შეუთავაზებია თბილისთან შეუთანხმებლად იარაღისა და ტექნიკის გატანით მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ალტერნატიული ვარიანტები. მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის პრეტენზიები ვრცელდება სამხედრო-საზღვაო ძალების იმ ნაწილზეც, რომელიც საქართველოს პორტებში იყო განთავსებული. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მინისტრმა დასძინა, რომ სამხედრო საკითხებზე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების განახლება იანვრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG