Accessibility links

ცხინვალში დააპატიმრეს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული


ცხინვალში დააპატიმრეს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე,

ცხინვალში დააპატიმრეს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე,
რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟი ალექსეი ჩიბიროვი. ამის შესახებ სამხრეთი ოსეთის ლიდერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ამავე ცნობის თანახმად, ალექსეი ჩიბიროვი ცხინვალის უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 2001 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც მამამისი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, ალექსეი ჩიბიროვი თავის მხარდამჭერებთან ერთად აქტიურად გამოდიოდა სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ. ლუდვიგ ჩიბიროვის განცხადებით, მისი ვაჟი შეთითხნილი ბრალდებით დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG