Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო


საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო მზად არის, ქვეყანაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მომსახურება შეუწყვიტოს,

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო მზად არის, ქვეყანაში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო მომსახურება შეუწყვიტოს,
რაც - ხსენებული უწყების ხელმძღვანელის მერაბ ადეიშვილის განცხადებით, სოხუმსა და სოჭს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის ადეკვატური ზომა იქნებოდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი უწყებიდან გაგზავნილ საპროტესტო ნოტაზე რუსეთის კომუნიკაციების მინისტრისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. იმავე ბრიფინგზე ადეიშვილმა განაცხადა, რომ თებერვლიდან ავღანეთისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთები საქართველოს ტერიტორიით გაივლის, რის შესახებაც გადაწყვეტილება აშშ-ის ადმინისტრაციამ მიიღო. ადეიშვილის ვარაუდით, საქართველოს სახმელეთო კომუნიკაციები ავღანეთის მიმართულებით წელიწადში 7-8 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს.
XS
SM
MD
LG