Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა


პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს მოუწოდა პალესტინელ მოიერიშეებს,

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა დღეს მოუწოდა პალესტინელ მოიერიშეებს,
ისრაელში 28 იანვრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შეწყვიტონ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმა. არაფატმა კვლავ შეახსენა თანამემამულეებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ყოველგვარი ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეთა წინააღმდეგ. აქამდე, ექსტრემისტული დაჯგუფებები როგორც წესი, არაფატის ამგვარ მოწოდებებზე არ რეაგირებდნენ. დღეს, ქალაქ ჯენინში მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის ჯარმა, პალესტინელ მოიერიშეთა ძიების ოპერაცია ჩაატარა.
XS
SM
MD
LG