Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ავიამზიდმა "არკ როიალმა" სპარსეთის


ბრიტანეთის ავიამზიდმა "არკ როიალმა" სპარსეთის ყურისკენ აიღო დღეს გეზი.

ბრიტანეთის ავიამზიდმა "არკ როიალმა" სპარსეთის ყურისკენ აიღო დღეს გეზი.
ამ ხომალდს, რომელშიც ათასამდე მეზღვაური და სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიცერი იმყოფება, კიდევ 15 გემი შეუერთდება ამ დღეებში. ბრიტანეთის სამხედრო გემები საწვრთნელი მეცადინეობებისათვის მიემართებიან შორეულ აღმოსავლეთში, ხოლო შეჩერება სპარსეთის ყურეში იმითაა გამოწვეული, რომ ბრიტანეთის მოკავშირე აშშ ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომისათვის ემზადება. შეერთებულმა შტატებმა პარასკევს გამოაცხადა, რომ 35 ათასკაციან სამხედრო კონტინგენტს გააგზავნის დამატებით სპარსეთის ყურის რეგიონში, სადაც 85 ათასი ამერიკელი ჯარისკაცია უკვე განთავსებული.
XS
SM
MD
LG