Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა საველე მეთაურმა აბდულ რაშიდ


ავღანელმა საველე მეთაურმა აბდულ რაშიდ დოსთუმმა გაათავისუფლა თალიბანის 50 მებრძოლი, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის წინ

ავღანელმა საველე მეთაურმა აბდულ რაშიდ დოსთუმმა გაათავისუფლა თალიბანის 50 მებრძოლი, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის წინ
ტყვედ ჩაიგდეს მისმა რაზმებმა. როგორც დოსთუმის მოადგილემ აბდულ მაჯიდ როზიმ განაცხადა, ტყვეები გუშინ გაათავისუფლეს ჩრდილოეთი ავღანეთის ქალაქ ყუნდუზის ციხიდან და პუშტუნთა ტომების უხუცესებს გადასცეს. როზის თქმით, სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის პროვინციების პუშტუნი უხუცესები რამდენიმეჯერ ეწვივნენ დოსთუმს, რათა მისთვის დატყვევებული თალიბების გათავისუფლება ეთხოვათ. ამავე ცნობის თანახმად, დოსთუმმა ტყვეთა გათავისუფლების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოეთათბირა ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის; აგრეთვე, წითელი ჯვრისა და გაეროს წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG